13:57 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-01 11:24:00, 277 ნახვა

საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტომ საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში, საერთაშორისო გამოფენაში Riyadh Travel Fair 2024 მიიღო მონაწილეობა

დაცული ტერიტორიების სააგენტომ საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში, საერთაშორისო გამოფენაში Riyadh Travel Fair 2024 მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით,  გამოფენის მონაწილეები და დამთვალიერებლები საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტულ და სათავგადასავლო მიმართულებებს გაეცნენ, ინფორმაცია მიიღეს საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ; გამოფენის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები და B2B შეხვედრები.

„საერთაშორისო გამოფენა „Riyadh Travel Fair” აკავშირებს ტურიზმის სფეროში მოღვაწე წამყვან საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, ბუნების მოყვარულებს, მოგზაურებს ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და ტურისტული სერვისების პოტენციალის აღმოსაჩენად. ყოველწლიურად გამოფენას 30 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან.

აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთიდან საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იზრდება; სტუმრების განსაკუთრებულ ინტერესს დასავლეთ საქართველოს დაცული ტერიტორიები იწვევს. შესაბამისად, საუდის არაბეთში  დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ვიზიტორთა ნაკადების გაზრდას.

დაცული ტერიტორიების სააგენტომ გამოფენაში მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით მიიღო“, - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics