2024-06-01 10:52:23, 641 ნახვა
მსოფლიო
მედია - დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც პარიზში ოლიმპიადისას ტერაქტს აპირებდა
საფრანგეთში რუსეთის მოქალაქე პარიზის ოლიმპიადის დროს ტერაქტს აპირებდა. ამის შესახებ ინფორმაციას BFMTV სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, პოლიციელებმა დააკავეს 18 წლის ჩეჩნური წარმოშობის რუსეთის მოქალაქე, რომელიც მაყურებლებზე და პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმას სტადიონზე აპირებდა, სადაც ზაფხულში ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის მატჩები უნდა გაიმართოს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პირს ბრალი წაუყენეს როგორც ტერორისტული ჯგუფის მეთაურს, რომელიც ამზადებდა დანაშაულს ადამიანებისთვის ზიანის მიყენების მიზნით.
ავტორი: ექსპრესნიუსი,