2024-06-01 09:59:45, 390 ნახვა
მსოფლიო
BBC - ბაიდენმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის 3 ეტაპიანი გეგმა წარადგინა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის 3 ეტაპიანი გეგმა წარმოადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, ეს გეგმა ცეცხლის მდგრად შეწყვეტასა და ყველა მძევლის გათავისუფლებას უზრუნველყოფს.
მათივე ინფორმაციით, ბაიდენი მოუწოდებს „ჰამასს“, დათანხმდეს ამ შეთანხმებას.
ავტორი: ექსპრესნიუსი,