16:05 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-31 21:08:40, 478 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ეუთო/ოდირის დოკუმენტი არ ეფუძნება არავითარ სამართლებრივ არგუმენტებს

ეუთოოდირის დოკუმენტი არ ეფუძნება არავითარ სამართლებრივ არგუმენტებს, პრაქტიკულად იმეორებს ვენეციის კომისიის დასკვნას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დოკუმენტს, რომელიც ამბობს, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი, ვერ ექნება სამართლებრივი ღირებულება.

„ეუთოოდირის დოკუმენტს აქვს ზუსტად იგივე ფასი, რაც ვენეციის კომისიის დოკუმენტს. ეს არის სარეკომენდაციო დოკუმენტი და ჩვენ ვართ ვალდებული გავიზიაროთ მხოლოდ ისეთი შენიშვნები, რომლებიც ეფუძნება სამართლებრივ არგუმენტებს. ამ შემთხვევაში ეუთო/ოდირის დოკუმენტი არ ეფუძნება არავითარ სამართლებრივ არგუმენტებს, პრაქტიკულად იმეორებს ვენეციის კომისიის დასკვნას, რომლის მიხედვითაც გამჭვირვალობა არის ცუდი, ამ დროს ყველამ ვიცით, რომ გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი უმთავრესი ევროპული ღირებულება და გამჭვირვალობა ვერ იქნება ცუდი. აქედან გამომდინარე, დოკუმენტს, რომელიც ამბობს, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი, ჩვენთვის ვერ ექნება სამართლებრივი ღირებულება, შესაბამისად, ჩვენ ვიმოქმედებთ იმ პრინციპების მიხედვით, რომელსაც დაეფუძნა თავიდანვე ევროპული კავშირი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია არის ის ძალა, რომელიც მხარს უჭერდა მოლოტოვის კოქტეილს
კობახიძე - პირდაპირი, უხეში პოლიტიკური თავდასხმები ხორციელდება კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე, ამაზე დუმს ევროპული ბიუროკრატია
კალაძის მოადგილე ამტკიცებს, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია არა ოქტომბერში არამედ ნოემბერში უნდა დასრულებულიყო
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics