13:56 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-31 17:51:32, 475 ნახვა

საზოგადოება
საია - გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფოს, რუსული კანონი გააუქმოს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) ცნობით, გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტი (CRC) მოუწოდებს სახელმწიფოს, "რუსული კანონი" გააუქმოს.

როგორც საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 30 მაისის დასკვნაში გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტი ადგენს, რომ კანონი ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების მუშაობაზე ნეგატიურად იმოქმედებს.

"საიამ ბავშვის უფლებათა კომიტეტს წარუდგინა ინფორმაცია 2024 წლის აპრილში ინიცირებულ "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონზე, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან დაბრკოლებას ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ბავშვის უფლებათა კონვენციის ეფექტიანი შესრულებისათვის. უფრო მეტიც, ეს კანონმდებლობა პირდაპირ ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მშვიდობიან არსებობას საქართველოში. ამიტომაც, საიამ მოუწოდა ბავშვის უფლებათა კომიტეტს, თავისი მანდატის ფარგლებში განიხილა ეს საკითხი.

2024 წლის 30 მაისის დასკვნაში გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტი სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებასთან დაკავშირებით და ადგენს, რომ ეს ნეგატიურად იმოქმეებს ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების მუშაობაზე.

კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფოს გააუქმოს კანონი. დასკვნაში ასევე გაზიარებულია ის არაერთი სხვა პრობლემური საკითხი, რომელზეც საია თავის ალტერნატიულ მოსაზრებებში მტკიცებულებებზე დაფუძნებით უთითებდა.

2024 წლის 15 აპრილს საიამ გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტს (CRC) ალტერნატიული ანგარიში წარუდგინა. ამ კომიტეტის ფუნქციაა შეაფასოს, თუ რა ზომებს იღებს ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის წევრი სახელმწიფო აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

დოკუმენტში ასახულია საქართველოში არსებულ გამოწვევები, ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით როგორც კანონმდებლობაში, ასევე პრაქტიკაში. ანგარიში მოიცავს შემდეგ საკითხებს: 1. ბავშვთა ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე; 2. ბავშვების მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობა, მათ შორის, შშმ ბავშვების მიმართ; 3. ბავშვთა ადრეული ქორწინება; 4. ბავშვთა სასკოლო და სკოლამდელი განათლება, მათ შორის, ინფორმაცია საქართველოს ეფექტიან კონტროლის მიღმა (აფხაზეთი, ცხინვალი, "სამხრეთ ოსეთი") ტერიტორიაზე არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე; 5. სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვების მდგომარეობა; 6. ბავშვთა შრომა და ეკონომიკური ექსპლუატაცია; 7. ქუჩაში მყოფი ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა",- აღნიშნულია საიას განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics