13:39 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-30 15:22:07, 414 ნახვა

პოლიტიკა
ცისკარიშვილი ანაკლიაზე - ჩინურ-სინგაპურული კომპანიის შემოყვანა ტყუილია - ივანიშვილი ყველაფერს რუსეთს გააკონტროლებინებს

ჩინურ-სინგაპურული კომპანიის და ვითომ ინვესტორის შემოყვანა ტყუილია - ყველაფერს ანაკლიის პორტის გარშემო - კომერციულ მიმართულებას, სამხედრო დანიშნულებას, თვითონ ამ საზღვაო აკვატორიას - ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი გააკონტროლებინებს რუსეთს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

ცისკარიშვილის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით "ფულის აწევას" "ქართული ოცნება" საპენსიო ფონდიდან ცდილობს.

"ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არის რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. პირველი და უმთავრესი არის ის, რომ ჩინური კომპანია არ არის ინვესტორი კომპანია.  მას არ შემოაქვს თანხები, ინვესტიცია ამ პორტის ასაშენებლად. ის არის მხოლოდ სამშენებლო კომპანია, რომელსაც თუ დაუკვეთავ და ფულს გადაუხდი, ააშენებს კონკრეტულ ობიექტს, რა დაკვეთაც ექნება.

აქედან გამომდინარე, ამ ფულის აწევას ბიძინა ივანიშვილი, "ქართული ოცნება“ ცდილობს სწორედ იმ საპენსიო ფონდიდან, რომელიც მოგროვდა საპენსიო ფონდში, გადაუხდიან ჩინელებს, ააშენებენ ჩინელები, ჩამოიყვანენ თავის ინჟინრებს, საკუთარ მუშებს, ეს იქნება საწყის ეტაპზე, შემდეგ ფული აღარ იქნება იმიტომ, რომ ეს თანხა არ არის იმის 10-15 პროცენტიც კი, რაც ანაკლიის პორტის აშენებას სინამდვილეში სჭირდება. ამიტომ დღეს, როცა ამბობენ 51 პროცენტი გვაქვსო, სინამდვილეში დასჭირდებათ ამ 51-დან 15-20-30 პროცენტის გაყინვა სხვა დამატებითი ფულის და ინვესტიციის ასაწევად.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ამ რუსული კანონის გამო მოექცა იზოლაციაში, დასავლეთიდან არავინ შემოვა, ისევ დასჭირდება ან რუსული ან ჩინური ან სხვა ამ მიმართულების ინვესტიციები და ფულის მოზიდვა და მთლიანობაში, რეალურად ანაკლიის პორტი გადის რუსული კონტროლის ქვეშ. აი, ამ სქემის მიხედვით, უკვე ყველაფერი არის წინასწარ ნათელი.

ეს ჩინურ-სინგაპურული კომპანიის და ვითომ ინვესტორის შემოყვანა არის ყველაფერი ტყუილი, სინამდვილეში, სქემა აქვთ ისე აწყობილი, ისიც ტყუილია, რომ საქართველოს სახელმწიფოს მფლობელობაში იქნება 51 პროცენტი. შეიძლება, დღეს იყოს ხვალ, მაგრამ რამდენიმე წლისთავზე 51 პროცენტიც აღარ ექნება ქვეყანას და ყველაფერს ანაკლიის პორტის გარშემო კომერციულ მიმართულებას, სამხედრო დანიშნულებას, თვითონ ამ საზღვაო აკვატორიას ყველაფერს გააკონტროლებინებს რუსეთს ბიძინა ივანიშვილი",- ამბობს ცისკარიშვილი.

ცნობისთვის, გუშინ, 29 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტში წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა და გამარჯვებული უახლოეს დღეებში გამოვლინდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
საკონსტიტუციომ დააკმაყოფილა ომბუდსმენის სარჩელი იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე
ენმ: ვიცით ის პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ ხაბეიშვილის წამებაში
კუპრაძე - ახალი კონტრაქტით, ოცნება აპირებს ანაკლიის პორტის მნიშვნელობას და გეგმას გადახედოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics