00:13 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-29 17:31:31, 312 ნახვა

ეკონომიკა
კვიჟინაძე - ანაკლიის პორტს არ აქვს არავითარი აზრი ჩინური ტვირთის გარეშე - ჩინეთი ევროპასთან ვაჭრობს 780 მილიარდს

რაც შეეხება ანაკლიის პორტს, სამწუხაროდ, ამერიკული და ევროპული კომპანიები არ შემოვიდნენ, არც არასდროს ყოფილან და სწორადაც შვრებოდნენ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, იმიტომ, რომ ანაკლიის პორტს არ აქვს არავითარი აზრი ჩინური ტვირთის გარეშე. ფოთს და ბათუმს თუ რეკონსტრუქცია გაუკეთდება, ცოტა გავაძლიერებთ, ეს სრულიად საკმარისია იმ ტვირთისათვის, რაც ახლა არის, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ განაცხადა. 

როგორც მან განმარტა, "ჩინეთი ევროპასთან ვაჭრობს 780 მილიარდს, ისინი შუა აზიის ყველაზე დიდი ინვესტორები და შესაბამისად, დიდი გავლენის მქონე არიან, ამიტომ ჩინეთიდან შემოსული ტვირთი არის ანაკლიის პორტისთვის სტაბილურობის გარანტი, რისი პრობლემაც ადრე არსებობდა". 

"ჩვენ თუ გვინდა 100 მილიონიანი პორტი, რაზეც ვსაუბრობთ და ყველა ჩვენგანს გვინდა, მაშინ აქ უნდა წამოვიდეს ჩინური ტვირთი, რატომ?  იმიტომ, რომ ჩინეთი ევროპასთან ვაჭრობს 780 მილიარდს, აქედან 5 პროცენტიც კი რომ წამოვიდეს, უფრო ნაკლები მეტს ჩვენ ვერც გავატარებთ. იცით, რომ ეს მარტო ჩვენი თემა არ არის, ჩინეთიდან წამოსულმა ტვირთმა უნდა გამოიაროს ყაზახეთი, პორტი აქტაუ, შემდეგ აზერბაიჯანში შემოდის, შეიძლება სხვა რესპუბლიკებიდანაც, შუა აზიიდან წამოვიდეს, ბევრი ქვეყანა უნდა გამოიაროს, ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩინეთი იმ კუთხით, რომ ისინი პრაქტიკულად, შუა აზიის ყველაზე დიდი ინვესტორები არიან და ამ რეგიონში ყველაზე დიდი გავლენის მქონენი. ამიტომ, ეს არის სტაბილურობა და ეს არის გარანტირებული ტვირთი, რომლის პრობლემაც იყო. თუმცა, მე ადრეც ვთქვი, ვისურვებდი, რომ ნაწილი ყოფილიყო ჩინური, ნაწილი ევროპული და ნაწილი ამერიკული - ეს იქნებოდა იდეალური, მაგრამ ჩინურის გარეშე, მაგ პორტის აშენებას აზრი არ აქვს, ამიტომ არ დებენ ფულს ჩვენი მეგობრები", - აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics