|
2024-05-29 15:08:30, 1119 ნახვა
პოლიტიკა
დავითაშვილი - ანაკლიის პორტის პროექტში წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა - გამარჯვებულს უახლოეს დღეებში გამოვავლენთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში წინადადება მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა. როგორც დავითაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე თქვა, გამარჯვებული რამდენიმე დღეში გამოვლინდება. "როგორც ცნობილია, ჩვენ გვქონდა ანააკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განხორციელების ძალიან მნიშვნელოვანი ფაზა. მიმდინარეობდა კერძო პარტნიორის შერჩევა. როგორც ცნობილია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე გამოცხადებული იყო კერძო პარტნიორებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც ორმა პრეტენდენტმა დააკმაყოფილა, ეს იყო შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია და ასევე, ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი, რომლებსაც 2024 წლის 20 მაისამდე ჰქონდათ ვადა, რომ წარმოედგინათ ტექნიკურ-კომერციულ-ფინანსური წინადადებები. აგრეთვე ხელშეკრულებებზე კომენტარები. ეს ვადა უკვე გავიდა... 20 მაისს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი განვითარების სააგენტოში წინადადება წარმოადგინა მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა, ეს არის კომპანია CCC და "ჩაინა ჰარბურ ინვესტმენტი", რომელსაც ჰყავს ორი მნიშვნელოვანი ქვეკონტრაქტორი CRBC და "ჩინგაო პორტ ინტერნეიშენალი". "ჩინგაო პორტი" ტვირთბრუნვის მიხედვით მსოფლიოში მე-6, მე-7 ადგილზეა და ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა. უახლოეს დღეებში გვექნება წინადადებების შეფასება კომისიის მიერ და გამოვავლენთ გამარჯვებულს უახლოეს რამდენიმე დღეში. ამის შემდეგ დავიწყებთ მოლაპარაკებებს კონცესიის ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით და ასევე პარტნიორთა შეთანხმებებზე შეიძლება საჭირო იყოს რამდენიმე კვირიანი პროცესი. საბოლოოდ ჩვენ უკვე გავაფორმებთ ხელშეკრულებას კერძო პარტნიორთან",- განაცხადა დავითაშვილმა.
სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი იყო
გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა
კალაძე - ტყუილია, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს
კალაძე: რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება - უბრალოდ ხელშეკრულებაში ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)