2024-05-28 09:39:01, 412 ნახვა
მსოფლიო
CNN - პაპუა-ახალ გვინეაში მასიურმა მეწყერმა 2 000-ზე მეტი ადამიანი მოიყოლა [ვიდეო]
პაპუა-ახალი გვინეის ჩრდილოეთ ნაწილში, სოფელ კაოკალამში მასიურმა მეწყერმა 2 000-ზე მეტი ადამიანი მოიყოლა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ქვეყნის ეროვნული კატასტროფის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, მეწყერი 24 მაისს, 03:00 საათზე ჩამოწვა და იქიდან მოყოლებული ადგილზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
„სიტუაცია არამდგრადია, რადგან მეწყერი ნელ-ნელა იცვლება, რაც საფრთხეს უქმნის როგორც სამაშველო ჯგუფებს, ასევე გადარჩენილებს”, - განაცხადა ეროვნული კატასტროფის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,