16:59 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-27 11:22:38, 405 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი მოუწოდებს პარლამენტს, არ დაძლიოს ვეტო

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს მოუწოდა, არ დაძლიოს ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა დაადო კანონს. 

როგორც იოსელიანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "უკან დახევა არა სისუსტის, არამედ სიძლიერის ნიშანი შეიძლება იყოს".

"კანონის ამ ფორმით მიღებამ უკვე მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანა მთლიანად ამ პროცესს, ამიტომ, დღეს ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ პარლამენტმა ხვალინდელ სესიაზე უარი თქვას ვეტოს დაძლევაზე, რითაც გაჩნდება სივრცე, სხვა საკანონმდებლო აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანაზე სამსჯელოდ. 

უკვე თითქმის 2 თვეა, დაძაბულობაა ქვეყანაში. ამ კანონს ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ყოველთვის ხელისუფლებას ეკისრება. ხშირად, უკან დახევა არა სისუსტის, არამედ სიძლიერის ნიშანი შეიძლება იყოს. მოგიწოდებთ, ხვალინდელ სხდომაზე არ დაძლიოთ ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა დაადო ამ კანონს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

შეგახსენებთ, დღეს, 27 მაისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი "უცხოური გავლენის გამჭვირალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics