16:59 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-27 10:32:48, 310 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „საქართველოს ფოსტა“ საფოსტო ატრიბუტიკით, გორში არის წარმოდგენილი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, “საქართველოს ფოსტა” საფოსტო ატრიბუტიკით, გორში არის წარმოდგენილი. გორის ცენტრალურ მოედანზე განთავსებულია “საქართველოს ფოსტის” სივრცე შემეცნებითი და საბავშვო-გასართობი აქტივობებით. დამთვალიერებლებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ ფოსტისა და საფოსტო მარკების ისტორიას, გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები ფოტო სივრცეებში.  

ასევე, საქართველოს ფოსტა დღეს პატარა ვიზიტორებს საბავშვო აქტივობებსაც სთავაზობს - საფოსტო ოფისის სტენდი, ბარათების შევსება, გასაფერადებელი საქართველოს რუკა, მოძრავი საფოსტო ყუთი და მოსიარულე ფოსტალიონები, რომლებიც  მსურველებს წერილის გაგზავნის საშუალებას აძლევენ.

„საქართველოს ფოსტის“ პავილიონში დამთვალიერებლებს საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ გორში პირადად უმასპინძლა და ფოსტის ისტორია, მის საქმიანობასთან დაკავშირებული ატრიბუტიკა გააცნო.

„საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! 26 მაისი - ეს არის დღესასწაული, რომელიც სიხარულისა და სიამაყის გრძნობასთან ერთად, გვახსენებს პასუხისმგებლობასაც, რაც ქვეყნის მომავლის წინაშე გვაქვს თითოეულ ჩვენგანს. ზუსტად ამის ხაზგასმაა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის წლევანდელი მთავარი თემატიკა „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“, - აღნიშნა ლევან ჩიკვაიძემ.

ინფორმაციას "საქართველოს ფოსტა" ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics