18:30 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-24 11:13:43, 286 ნახვა

საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტო ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობებით უმასპინძლებს

26 მაისს, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო, ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობებით უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 13:00-დან 18:00-მდე გაიმართება მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, სპეციალურად მოწყობილ მრავალფეროვან სივრცეებში სტუმრები გაეცნობიან ინფორმაციას საქართველოს დაცული ტერიტორიების, მათ შორის, სამეგრელოს რეგიონში მდებარე გამორჩეული დაცული ტერიტორიების, მარტვილის კანიონის, კოლხეთის ეროვნული პარკის შესახებ.

„სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, უნიკალურ დაცულ ტერიტორიებზე ვირტუალურად იმოგზაურონ.

17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდება.

საზეიმო ღონისძიება დასრულდება ნატო გელაშვილის, გიორგი ჭოხონელიძის, ლუკა ჭოხონელიძის, სოფო ბედიას, ბორის ბედიას, ელენე ფოჩხუას, მარიტა როხვაძის, ვერიკო ტურაშვილის, ანსამბლი „ფორტეს“ და ინსტრუმენტული ბენდი „ნიუტონის“ კონცერტით“, - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics