22:12 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-24 11:02:08, 464 ნახვა

პოლიტიკა
ბასი ბლინკენის განცხადებაზე - დამწუხრებული ვარ, რომ ეს აქამდე მივიდა, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის უფლებას აირჩიოს საკუთარი მომავალი

ამერიკის შეერთებული შტატების  სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში, ჯონ ბასი აშშ-ის მიერ საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის გამოცხადებას ეხმაურება.

როგორც ბასი სოციალურ ქსელში წერს, შეერთებული შტატები მხარს უჭერს, ქართველი ხალხის უფლებას, აირჩიოს საკუთარი მომავალი.

„დღეს, სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში. როგორც აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, ღრმად დამწუხრებული ვარ, რომ ეს აქამდე მივიდა. ჩვენ, შეერთებული შტატები, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის უფლებას, აირჩიოს საკუთარი მომავალი", - წერს ბასი X-ზე.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა შემოაქვს. როგორც სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის 23 მაისით დათარიღებულ განცხადებაშია აღნიშნული, სავიზო შეზღუდვა გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც არიან პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილეები საქართველოში დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ოფიციალური განცხადების თანახმად, შეზღუდვა შეეხებათ იმ პირებსაც, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე, ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით.

ენტონი ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე მიუთითა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ განხილვასაც იწყებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics