19:56 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-23 12:12:30, 261 ნახვა

საზოგადოება
თელავის მუნიციპალიტეტში ინვენტარიზებულ, კერძო საკუთრებაში მოქცეულ 6 მიწის ნაკვეთს ქარსაფარი ზოლის სტატუსი მიენიჭება

ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამას მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო 2021 წლიდან ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ინვენტარიზებულ ფართობებზე ხდება საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია.

„აღსანიშნავია, რომ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა კერძო საკუთრებაში მოქცეული ყოფილი ქარსაფარი ზოლების ტერიტორიები. თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაფარეულში, სააგენტოსთან თანამშრომლობის და მოლაპარაკებების ფორმატში, 6 ერთეული მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ თანხმობა განაცხადა, რომ მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს მიენიჭოს ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის სტატუსი და დარეგისტრირდეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

ქარსაფარი ზოლის სისტემის განვითარება სახელმწიფომ პრიორიტეტად გამოაცხადა,  რაც მათ აღდგენა/გაშენებას ნიშნავს. აღნიშნული პროცესი შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებზეც ჩატარებულია ინვენტარიზაცია. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქარსაფრებისთვის სტატუსის მინიჭებაზე კერძო მესაკუთრეებთან თანამშრომლობა.

2021-2023 წლებში შვიდ მუნიციპალიტეტში ინვენტარიზებულია 3990.67 ჰექტარი ქარსაფარი ზოლი. ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის და კერძო საკუთრებაში მოქცეული ქარსაფარი ზოლების მესაკუთრეებთან  შეთანხმების პროცესი გრძელდება“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics