|
2024-05-22 15:43:33, 328 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლა საქართველოს ანტისამთავრობო მიტინგზე არც მეგობრობაა და არც პარტნიორობა
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, „მიუღებელია ისეთი მოწოდებები, რომელიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ეხება". ამის შესახებ მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მანვე განმარტა, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანას მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით შესაბამისი რეაქცია ექნებოდა. „მე არ მომიგონია ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით მოსაზრებები. ამასთან დაკავშირებით უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელს გაუკეთებია არაერთი განცხადება, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობდნენ, გვირჩევნია ჩვენს ქვეყანაში ბომბები ცვიოდესო და ა.შ. მძიმე იყო ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ჩამოსვლა საქართველოში, ანტისამთავრობო მიტინგზე მათი გამოსვლა და კონკრეტული მესიჯების გაჟღერება. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ასეთი ფაქტი რომ მომხდარიყო, ალბათ ხვდებით, როგორი დამოკიდებულება ექნებოდათ მათ მიმართ. ვგმობთ ასეთ ფაქტებს. ეს არ არის არც მეგობრობა და არც პარტნიორობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)