|
2024-05-22 12:19:51, 369 ნახვა
საზოგადოება
კალაძის განცხადებით, ვარკეთილის დასახლებაში კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ჩანაცვლდება
კომპანია, რომელიც ვარკეთილში ავარიული შენობის დემონტაჟს განახორციელებს და მის ნაცვლად ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას უზრუნველყოფს, უკვე გამოვლენილია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, გარემონტებული საცხოვრებელი ბინა 36 ოჯახს გადაეცემა. „ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ვარკეთილის დასახლებაში, მესამე მასივის მე-4 კვარტლის მე-6 კორპუსი ჩანაცვლდება. მორიგ სამშენებლო ტენდერში გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, რომელიც აღნიშნულ მისამართზე ოთხსართულიანი ავარიული შენობის დემონტაჟს და მის ნაცვლად, 10-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დედაქალაქის მერია, თბილისელთა საცხოვრებლის პრობლემის მოგვარების მიზნით, ფართების დაკანონების, უსახლკარო თბილისელების საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა დაკმაყოფილების პროგრამებს ახორციელებს. „საცხოვრებელი ფართები, რომელთაც წლების განმავლობაში ფაქტობრივად ფლობდნენ ოჯახები, მაგრამ ვერ ირეგისტრირებდნენ, ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცა და დაუკანონდა 2 879 ოჯახს. ეს პროცესი გრძელდება. დღევანდელი მთავრობის სხდომაზეც წარმოდგენილია კიდევ ხუთი ოჯახისთვის უძრავი ქონების გადაცემის საკითხი“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის განმარტებით, მხოლოდ 2024 წელს უსახლკაროთა საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროგრამისთვის ბიუჯეტიდან ხუთი მილიონი ლარია გამოყოფილი. „უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახების დაკმაყოფილების მიზნით, 2022 წლიდან დღემდე 103 ბინაა შეძენილი. 2024 წელს ცხრა ბინა შეძენილია და წლის ბოლომდე კიდევ გაიზრდება ეს რიცხვი“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში, 200-მდე პირის განცხადებაა მერიაში მიღებული, სრულად დაკმაყოფილებულია სოციალური ქულების საფუძველზე წარმოდგენილი აქტიური განაცხადები. „რაც შეეხება კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულებს, 2017 წლიდან ხორციელდება ეს პროგრამა და ამ ხნის განმავლობაში, 2 380 ოჯახია დაკმაყოფილებული. კოოპერატივის წევრებისთვის გადაცემული და გადასაცემი ფართების ჯამური ოდენობა, დაახლოებით, 47 000 კვ. მეტრს შეადგენს. ამასთან, ინვესტორი კომპანიების მიერ აღნიშნული სამშენებლო პროექტების სრულად განსახორციელებლად გასაწევი საინვესტიციო ღირებულება შეადგენს, დაახლოებით, 175 მლნ აშშ დოლარს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)