|
2024-05-21 12:45:58, 341 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე - საქართველო, უპირველეს ყოვლისა - ეს არის ჩვენი პრინციპული მიდგომა და დამოკიდებულება
ჩვენ ვიცავთ საკუთარ ქვეყანას და ვიცავთ ხალხს. რამდენიმე თვით უკან რომ დავბრუნდეთ, ხომ გახსოვთ რა განცხადებები კეთდებოდა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. პირდაპირ მოწოდებები იყო სანქციების მიერთებასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, „პირდაპირი მოწოდებები კეთდებოდა მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით". მისივე თქმით, „საქართველოს რომ მეორე ფრონტი გაეხსნა და სანქციებს მიერთებოდა, ეს იქნებოდა დამანგრეველი ქართული ეკონომიკისთვის და ქვეყნისთვის". „ე.ი. ჩვენ უნდა გადაგვედგა ნაბიჯი, რომელიც დამანგრეველი იქნებოდა ქართული ეკონომიკისთვის, უნდა მივერთებოდით სანქციებს და ამით გავაუბედურებდით საკუთარ ხალხს და საკუთარ ქვეყანას. ისევ ის ადამიანები დღეს ვინც გამოდიან და მოწოდებებს აკეთებენ, ისინი მოგვიწოდებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ სააკაშვილს თუ არ გამოუშვებთ ციხიდან, დემოკრატიის თვალსაზრისით უკან დგამთ ნაბიჯს და შორდებით ევროპულ ღირებულებებსო. წარმოუდგენელია. პირდაპირი მოწოდებები კეთდებოდა მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით და ჩვენ რომ შეცდომა დაგვეშვა და გადაგვედგა ნაბიჯი, მეორე ფრონტი გაგვეხსნა ქვეყანაში, სანქციებს მიერთებოდა ჩვენი ქვეყანა, დღეს რა ვითარებაში იქნებოდა ჩვენი საქართველო? რა მდგომარეობაში ვიქნებოდით?! გვექნებოდა სრული ჯოჯოხეთი. შესაბამისად, მე მესმის ამ ადამიანების, მესმის მათი განცხადებები, მაგრამ ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველო, ჩვენი სამშობლო, უპირველეს ყოვლისა- ეს არის ჩვენი პრინციპული მიდგომა და დამოკიდებულება აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)