00:02 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-21 12:38:07, 261 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - გამჭვირვალობა შეუძლებელია ეწინააღმდეგებოდეს ევროპას, ევროპულობას

ჩვენ არაერთი განცხადება, განმარტება გავაკეთეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის გაკეთება. კანონპროექტი გამჭვირვალობის შესახებ ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ ერთ  რამეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ტელევიზიებმა, ვინც 20%-ზე მეტით ფინანსდება უცხოეთიდან, წარმოადგინოს დეკლარაცია წელიწადში ერთხელ,  -  ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, შეუძლებელია გამჭვირვალობა ეწინააღმდეგებოდეს ევროპას.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონის შემოტანა მნიშვნელოვანია საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცების და ქვეყნის მოსახლეობის გავლენის გაძლიერებისთვის.

„არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ტელევიზიებმა, ვინც 20%-ზე მეტით ფინანსებდა უცხოეთიდან, წარმოადგინოს დეკლარაცია წელიწადში ერთხელ და საზოგადოებას წარუდგინოს ყველა ის თანხა რომელი დონორი ორგანიზაციისგან იქნა მიღებული და კონკრეტული პროექტები, თუ რაში დაიხარჯა. ზოგადად, გამჭვირვალობა შეუძლებელია ეწინააღმდეგებოდეს ევროპას, ევროპულობას. პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ აღნიშნული კანონპროექტის შემოტანა, მიღება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ხვალინდელი დღისთვის, იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი. ჩვენ უნდა შევამციროთ უცხოური გავლენა, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გავლენა და როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ყველას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი - როდესაც ხდება ხელისუფლების ცვლილება, ამას ახდენს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, ამ გადაწყვეტილებას იღებს არჩევნების გზით და არა რომელიღაც ქვეყნის აქტორები უცხოეთიდან. ეს არის ამ კანონის შინაარსი და აუცილებლობა, რომელიც იქნა მიღებული გადაწყვეტილებების სახით“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics