|
2024-05-21 12:18:24, 357 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - მკაფიოა შეთავაზება ამერიკელი პარტნიორების მხრიდან - მაინტერესებს პასუხი „ოცნების“ დეპუტატების - ისევ რუსული კანონის მიღებას აპირებენ?!
ძალიან მკაფიოა შეთავაზება ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან - მე მაინტერესებს, რა პასუხს გასცემენ ამ ყველაფერს "ქართული ოცნების" დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში არიან, ისევ რუსული კანონის მიღებას აპირებენ?! - ამის შესახებ "გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და "სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, "იმისთვის, რომ ყველა სიკეთე, რასაც აშშ-ის პაკეტი ითვალისწინებს, საქართველომ მიიღოს, აუცილებელია, ხელისუფლების ცვლილება და საქართველოს ევროპულ კურსზე დაბრუნება". "მართლაც უპრეცედენტო შეთავაზებაა ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა, მეორე მხრივ ეკონომიკური მხარდაჭერა, რაც ნიშნავს მილიარდობით ინვესტიციას საქართველოში, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, სამუშაო ადგილების შექმნა და სწორედ ეს არის შედეგი, იმ ასობითათასი ქართველის ქუჩაში გამოსვლის და მშვიდობიანი პროტესტის; იმ ახალგაზრდების ბრძოლის, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს. რაც მთავარია იმისთვის, რომ ეს მოვიდეს მოქმედებაში, აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება. იმისთვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს დასავლური განვითარების კურსს, რომ არ იყოს ადგილი რუსული კანონების, რუსული რეჟიმების, ანტიმედასვლეთეების, ანტიქართველების და სწორედ იმ ხალხის, ვინც ქუჩაში დგას ღირსეულად მათი წარმომადგენლები მართვადნენ ქვეყანას. ძალიან მკაფიოა შეთავაზება ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, უფრო მეტიც, მე ვფიქრობ, რომ ამასთან ერთად, არის სამუშაო პროცესი, სადაც ჩვენ შეგვიძლია, რომ ბევრი ჩვენი თანამემამულე, ვინც არალეგალურად იმოფება ამერიკაში, მათი ლეგალიზება მოხდეს და ბოლომდე ყველა ეს სიკეთე მიიღოს საქართველომ. ჩვენ მანამდე ამერიკაში ვიზიტის დროს არაერთხელ ვსაუბრობდით ამ შესაძლებლობებზე ახლა უკვე ამ ყველაფერზე ხმამაღლა საუბრობენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები. მე მაინტერესებს, რა პასუხს გასცემენ ამ ყველაფერს "ქართული ოცნების’’ დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში არიან, ისევ რუსული კანონის მიღებას აპირებენ?! ისევ აპირებენ, რომ საქართველო ააცდინონ დასავლური განვითარების გზას და ეს საოცარი პერსოექტივა ჩაუხშონ და მოუკლან საქართველოს?! მე ვფიქრობ, დღესავით ნათელია აბსოლუტურად ყველაფერი - საერთო ევროპული კონსოლიდაცია, არჩევნების მექანიზმით ხელისუფლების ცვლილება, დემოკრატიული პროდასავლური ძალების კოალიციურად ხელისუფლებაში მოსვლა, იმ ადამიანების წარმომადგენლების, რომლებიც დღეს ქუჩაში არიან და მშვიდობიან პროტესტს აგრძელებენ და რაც მთავარია უამრავი სიკეთე რასაც ჩვენ მივიღებთ. მეგობრებო, ეკონომიკური მხარდაჭერის პაკეტი, რომელზეც არის საუბარი ნიშნავს - ამერიკულ კომპანიებს საქართველოში, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, უვიზო მიმოსვლა ამერიკასთან რას ნიშნავს, ეს თქვენ ყველას კარგად გესმით, ჩვენი თანამემამულეების, რომლებიც სამწუხაროდ, ასობითათასი არიან უცხოეთში, მათი ლეგალიზება, რას ნიშნავს ამერიკაში, ძალიან კარგად გესმით - ეს არის პერსპექტივა, რომელიც ჩვენ გვაქვს. ამასთან ერთად, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა და ფაქტობრივად, დიდი განვითარების ნახტომი შეგვიძლია გავაკეთოთ. ეს არის გზა ტერიტორიული მთლიანობისკენ, საქართველოს გაერთიანებისკენ, ძლიერი ერთიანი საქართველოსკენ, რომელიც ყველას ასე ძალიან გვინდა",- ამბობს ვაშაძე. შეგახსენებთ, გუშინ, 20 მაისს Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოიპოვეს სამხრეთ კაროლინის "რესპუბლიკელი" კონგრესმენის, ჯო უილსონის კანონპროექტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ თუ საქართველოს მთავრობა ანტიდემოკრატიულ კურსს შეცვლის, აშშ საქართველოსთვის სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს. კანონპროექტის სახელია MEGOBARI (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act - საქართველოში ანგარიშვალდებულების, სიმტკიცისა და დამოუკიდებლობის აშენების მიზნით შესაძლებლობების მობილიზაციისა და გაფართოების აქტი). მანამდე, Politico-მ მოიპოვა კანონპროექტის ვერსია, რომლის მიხედვითაც, დემოკრატიის დასაცავად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, ქართველ პოლიტიკოსებს სანქციები დაუწესოს.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)