20:27 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-20 16:25:23, 400 ნახვა

საზოგადოება
მერია - საბურთალოს გამგეობის ორგანიზებით დიდგორობის დღესასწაული აღინიშნა

საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით, დიდგორობის დღესასწაული სპორტულ-კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სოფელ დიდგორში ტრადიციულ დოღსა და თავისუფალ ჭიდაობაში შეჯიბრი გაიმართა.

„გამარჯვებულებს საბურთალოს გამგებელმა, გიზო ვასაძემ და რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ცინცაძემ სხვადასხვა სახის პრიზები და საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიებაზე შესრულდა ქართული საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი სახეობა - ხრიდოლი. ასევე, გაიმართა კონცერტი, სადაც მსმენელის წინაშე  ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებლები წარდგნენ“, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics