|
2024-05-19 17:25:59, 515 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - მე მივწერე პრეზიდენტ მაკრონს, რომ მას საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის ველოდები
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 26 მაისს, საქართველოში მოიწვია. ამის შესახებ ზურაბიშვილმა "ლა ტრიბუნისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, "სასწორზე არა მხოლოდ საქართველო, არამედ რუსული გავლენისგან კავკასიის საბოლოოდ გათავისუფლების საკითხია". "ემანუელ მაკრონი პრაქტიკულად 2018 წელს ჩემი არჩევის მომენტიდან დამპირდა, რომ ის ჩამოვა. ეს სექტემბერში საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე უნდა გააკეთოს. სასწორზე მხოლოდ საქართველო არ არის, ეს კავკასიის საბოლოოდ გათავისუფლების საკითხია საბჭოთა მენტალიტეტისგან და რუსული გავლენისგან. აქ არავის სურს რუსეთთან კონფრონტაციაში შესვლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის მომავლისთვის, მათ შორის ევროპის უსაფრთხოებისთვის. აქაა შავი ზღვა, ენერგეტიკული და საკომუნიკაციო ტრანზიტული ზონა. მე მივწერე პრეზიდენტ მაკრონს, რომ ველოდები მას საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის, 26 მაისს“,- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)