|
2024-05-18 13:36:57, 337 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო - ევროსაბჭოს მინისტერიალზე მიღებულ დეკლარაციაში წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას
16-17 მაისს ქ. სტრასბურგში გაიმართა ევროპის საბჭოს 133-ე მინისტერიალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მინისტერიალი საზეიმოა და ორგანიზაციის დაარსების 75 წლის იუბილეს მიეძღვნა. "მინისტერიალში ასევე მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა თამარ ტალიაშვილმა. ლიხტენშტაინის თავმჯდომარეობამ წარმოადგინა საიუბილეო დეკლარაცია, რომელშიც, ორგანიზაციის დღის წესრიგის სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დეკლარაცია მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს ძალები და სამხედრო აღჭურვილობა საქართველოს მთლიანი ტერიტორიიდან. სიტყვით გამოსვლაში, ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე და მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ერთგულებას ორგანიზაციის ფუნდამენტური ღირებულებების - დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართ. მინისტერიალმა მიიღო გადაწყვეტილებების პაკეტი, რომელშიც მიესალმა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 2024 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებას „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ და ცნობად მიიღო ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 29-ე კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში კონფლიქტის თაობაზე. ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში, აღინიშნა საქართველოს კანდიდატის სტატუსი და ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს მნიშვნელობას ევროინტეგრაციის პროცესში. მინისტერიალზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ევროპის საბჭოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და მათზე რეაგირების ქმედითი გზების ძიების მნიშვნელობას. დადებითად შეფასდა 2023 წელს ევროპის საბჭოს რეიკიავიკის სამიტის მიერ დასახული ამოცანების მიღწევის მიზნით გატარებული სამუშაო, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ. აღინიშნა უკრაინის ზარალის რეგისტრის ამოქმედებისა და უკრაინის ანგარიშვალდებულებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის თაობაზე ევროპის საბჭოში მიმდინარე სამუშაოს მნიშვნელობა. ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა, მომდევნო 6 თვის ვადით, საზეიმო ვითარებაში გადაეცა ლიხტენშტაინიდან ლიეტუვას. მინისტერიალის ფარგლებში მინისტრის პირველმა მოადგილემ ორმხრივი შეხვედრები გამართა წევრი ქვეყნებისა და ევროპის საბჭოს ინსტიტუტების წარმომადგენლებთან", - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)