01:19 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-18 12:17:23, 368 ნახვა

პოლიტიკა
ფავლენიშვილი - გუშინ, ჩემს ერთი წლის შვილთან ერთად ვიყავი, დამხვდა 5 პირბადიანი პირი, რომლებიც სიტყვიერად დამემუქრნენ

„გუშინ, დღის 12:00 სთ-ზე საკუთარ სახლთან, სადაც ჩემს ერთი წლის შვილთან ერთად ვიმყოფებოდი, დამხვდა 5 პირბადიანი პირი, რომლებიც სიტყვიერად დამემუქრნენ და მითხრეს, რომ მომავალში იმოქმედებდნენ შესაბამისად, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ფავლენიშვილის თქმით, „თითოეულ ამ ზონდერს, როგორც მათ ხელმძღვანელებს, მოუწევთ პასუხისგება იმისთვის, რომ ასრულებდნენ ამ უკანონო დავალებას".

„გუშინ, დღის 12:00 საათზე, ჩემს საცხოვრებელ სახლთან, სადარბაზოსთან დამხვდა ხუთი პირბადიანი და სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანი. ვიყავი ერთი წლის ბავშვთან და მეუღლესთან ერთად, მაგრამ ამის მიუხედავად ისინი მოვიდნენ, მთხოვეს გარეთ გაყვანა და როცა მეზობლებიც გამოჩნდნენ, სიტყვიერად დამემუქრნენ, რომ იცოდნენ ჩემი სახლიც, კარიც და შესაბამისად იმოქმედებენ მომავალში და არ დამინდობენ.

მაგრამ არავის არ ეშინია, ჩვენს უკან არის საქართველო, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და თითოეულ ამ ზონდერს, როგორც მათ ხელმძღვანელებს, მოუწევთ პასუხისგება იმისთვის, რომ ასრულებდნენ ამ უკანონო დავალებას. რუსული კანონი მარტო კანონში კი არ წერია, ის რაც ხდება ლაშას თავს, ის რაც ხდება ლუკას თავს, ის რაც ხდება ჩემს თავს და ყველა ჩვენგანის თავს, ეს არის რუსული კანონი, ამიტომაც ყველანი, ვინც რუსული კანონის გატარებაში იღებთ მონაწილეობას, დამნაშავეები ხართ თქვენი ხალხის და თქვენი ერის წინაშე“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics