2024-05-18 11:24:16, 400 ნახვა
მსოფლიო
DW - გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენში წყალდიდობას ებრძვიან
გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას ებრძვიან. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
მედიის ცნობით, ამ დრომდე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
"გერმანიის ზოგიერთ რეგიონში მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო", - წერს მედია.
მათივე ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა შტატში შაბათს დაგეგმილი ევროპარლამენტის საარჩევნო კამპანიის შეხვედრა გააუქმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,