2024-05-18 10:23:16, 394 ნახვა
მსოფლიო
The New York Times - შეიარაღებულმა მამაკაცმა ავღანეთში 3 ესპანელი ტურისტი მოკლა
ავღანეთში, ბამიანის პროვინციაში შეიარაღებულმა მამაკაცმა 3 ესპანელი ტურისტი მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად, დაიღუპა ავღანეთის ერთი მოქალაქე, დაშავებულია კიდევ 4 უცხოელი და 3 ავღანელი.
"თვითმხილველების თქმით, სროლა დაახლოებით 17:30 საათზე მოხდა, როდესაც მინიმუმ ერთმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ტურისტების ჯგუფს, როდესაც ისინი ბამიანის ბაზარს ტოვებდნენ", - წერს მედია.
მათივე ინფორმაციით, სამართალდამცავებმა თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი 4 პირი დააკავეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,