02:55 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-16 14:37:33, 485 ნახვა

პოლიტიკა
როთი პაპუაშვილზე - მე გაკვირვებული ვარ, რატომ ცდილობს ახალგაზრდების დემონიზებას

სამწუხაროდ, თქვენ უარი თქვით თბილისში ჩვენთან შეხვედრაზე, ალბათ, თქვენ ზედმეტად დაკავებული იყავით სასაუბროდ, - ასე პასუხობს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას.

როგორც როთი აღნიშნავს, ის გაკვირვებულია, თუ რატომ ცდილობს შალვა პაპუაშვილი "ახალგაზრდების დემონიზებას".

“ძვირფასო სპიკერო, სამწუხაროდ, თქვენ უარი თქვით თბილისში ჩვენთან შეხვედრაზე, ალბათ, თქვენ ზედმეტად დაკავებული იყავით სასაუბროდ, მაგრამ გთხოვთ, ნუ იქნებით დაკავებულები, მოუსმინოთ და ესაუბროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ევროპული ღირებულებებისთვის იბრძვიან. მე გაკვირვებული ვარ, რატომ ცდილობს ახალგაზრდების დემონიზებას”, - წერს როთი X-ზე.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ უცხოელი მინისტრებისა და პოლიტიკოსების აქციაზე გასვლა "ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევაა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics