|
2024-05-16 13:35:14, 477 ნახვა
პოლიტიკა
აჭარაში საკრებულოების წევრები ენმ-დან, ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
აჭარის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების წევრები, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, ბოიკოტის რეჟიმში გადადიან. ამის შესახებ მათ პარტიის ოფისში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს. დეპუტატები, რომლებიც საკრებულოებთან "ყოველგვარ თანამშრომლობას" წყვეტენ, ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” “რუსული რეჟიმია”. “პირველ რიგში, გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პატრიოტ და მებრძოლ ახალგაზრდებს, რომლებმაც აქტიურ ფაზაში შეიყვანეს ევროპისკენ სვლა. რეგიონში ათასობით ადამიანი გამოდის ქუჩაში ყოველდღიურად და გვაჩვენებენ გმირობის მაგალითს. გვინდა, სოლიდარობა გამოვუცხადოთ აქციებზე დაკავებულ, უმოწყალოდ ნაცემ, დაზარალებულ ადამიანებს, რომლებსაც თავს ესხმის ხელისუფლება. ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და მიიღო რუსული კანონი, სწორედ ამიტომ, ჩვენ ვწყვეტთ საკრებულოებში ყოველგვარ თანამშრომლობას ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან. მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით საჯარო მოხელეებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავალი, ერთად შევუერთდეთ ახალ ეროვნულ მოძრაობას და ხალხთან ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონში, მოქალაქეები ყოველდღიურად აპროტესტებენ რუსულ რეჟიმს, დღეს ყველა ჩვენთაგანის ადგილი არის ამ ადამიანების გვერდით, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ძალა ერთობაშია",- აცხადებენ დეპუტატები. შეგახსენებთ, 14 მაისს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო, ბოიკოტი გამოაცხადა საპარლამენტო ფრაქციამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". ერთი დღის შემდეგ, 15 მაისს ბოიკოტის რეჟიმში აჭარის უმაღლეს საბჭოში ენმ-ის წევრებიც გადავიდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)