|
2024-05-16 10:46:39, 340 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ევროპულ ქვეყნებში ან ამერიკაში პოლიტიკოსებს რისთვის ირჩევს მოსახლეობა, რომ სხვა ქვეყნების ინტერესები გაატაროს?
წარმოიდგინეთ, ჩვენ, ხელისუფლებას რომ არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა და დაგვეშვა შეცდომა, მივერთებოდით სანქციებს, გაგვეხსნა მეორე ფრონტი ქვეყანაში, დღეს სად ვიქნებოდით? ჯოჯოხეთი იქნებოდა საქართველოში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, მაშინ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო და ამით ქვეყანას ომი აარიდა. „გავიხსენოთ, როდესაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი, რა განცხადებები კეთდებოდა იმავე ადამიანებისა და ორგანიზაციების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში, სანქციების მიერთება-არმიერთებასთან დაკავშირებით. მე ერთი რამ მიკვირს - ჩვენ რა გვგონია, ევროპულ ქვეყნებში ან ამერიკაში პოლიტიკოსებს ირჩევს მოსახლეობა და რისთვის ირჩევს, რომ სხვა ქვეყნის ინტერესები გაატაროს? თუ მათი ქვეყნების ინტერესები გაატარონ? ამიტომ, არ უნდა მოგვერიდოს. პირველ რიგში, არის ჩვენი ქვეყანა და მისი ინტერესები, მერე - სხვა. ყველას ენაცვალოს ჩვენი თავი, მაგრამ ამ ქვეყნის ინტერესის დაცვა არის უპირველეს ყოვლისა. სხვა ქვეყნის ინტერესის გატარება ჩემი ქვეყნის ხარჯზე, მიუღებელია. რაც უკრაინაში ხდება, ეს უმძიმესია და მტერს არ ვუსურვებ იმას, რაც იქ ხდება. ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტი კატასტროფა ხდება. მინდა, გამარჯვება, მშვიდობა ვუსურვო უკრაიანას. ამას არავითარ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში არ დავუშვებთ. სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, ამ ქვეყანას ვერ მივცემთ კუბილიუსებს და მსგავსი ტიპის ევროპარლამენტარებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)