02:55 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-16 10:34:39, 407 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - ევროპაში თავაწეული დავდივარ - რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?

ჩვენ არ ვართ კოლონია. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო, რისთვისაც ჩვენმა  წინაპრებმა იბრძოლეს, სისხლი დაღვარეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „რუსთავი-2"-ის ეთერში, აშშ-სთან პარტნიორობის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

კალაძის თქმით, საქართველომ  ბევრჯერ დაამტკიცა, რომ საიმედო პარტნიორია, თუმცა ეს ურთიერთობა ორმხრივი უნდა იყოს. 

„რა გვინდა ახლა, ვიღაცის თავდახრილი მონები ვიყოთ? - არა, ღირსეული ხალხი ვართ, გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გვეამაყება, რომ აქ დავიბადეთ, აქ გავიზარდეთ. ევროპაში თავაწეული დავდივარ. რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ? 

ჩემს ქვეყანაში მოსახლეობის მიერ არჩეული პარლამენტი კანონს იღებს და გვეუბნებიან, რომ ამას თუ მიიღებთ, სანქციებს დაგიწესებთ. თუ რამეს არასწორად ვაკეთებთ, უნდა გვითხრან არგუმენტი. თუ საფრანგეთისთვის არის მისაღები, ჩვენთვის რატომ არ შეიძლება, იგივე გავაკეთოთ?" - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics