02:55 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-15 01:49:41, 482 ნახვა

პოლიტიკა
ვედანტ პატელი - საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს კურსი, რომელზეც ამჟამად იმყოფება

საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს კურსი, რომელზეც ამჟამად იმყოფება. - ამის შესახებ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ვედანტ პატელმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ურთიერთობა ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციებთან, როგორიც არის NATO. ეს არის ის, რაც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, მაგრამ მსგავსი რამ, როგორიც ეს კანონმდებლობაა, არ შეესაბამება ამ მიზანს.

:"ჩვენ კვლავ ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით იმყოფება და შეხვედრებს მართავს ოფიციალურ პირებთან. მე ვფიქრობ, რომ მას უფრო მეტი ექნება სათქმელი ვიზიტის დასრულების შემდეგ.

ჩვენ გუშინაც ვთქვით, რომ ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას. ჩვენ ასევე ვიცით, რომ საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ურთიერთობა ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციებთან, როგორიც არის NATO. ეს არის ის, რაც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, მაგრამ მსგავსი რამ, როგორიც ეს კანონმდებლობაა, არ შეესაბამება ამ მიზანს.

ჩვენ ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობას და პარტნიორობას, რომელიც გვაქვს საქართველოსთან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და გვსურს, გავაგრძელოთ და გავაღრმაოთ ეს თანამშრომლობა, თუმცა ჩვენი მოსაზრებაა, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს კურსი, რომელზეც ამჟამად იმყოფება.

კანონმდებლობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ კრემლში და სხვაგან, კანონმდებლობა, რომელიც მიზანში იღებს სამოქალაქო საზოგადოებას, მედიაორგანიზაციებს, არაკომერციულ ორგანიზაციებს, არა მხოლოდ შეუსაბამოა ჩვენს ღირებულებებთან, რაც გვაქვს აშშ-ში, არამედ შეუსაბამოა ქართველი ხალხის მისწრაფებებთან" - განაცხადა ვედანტ პატელმა 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics