|
2024-05-14 22:09:54, 420 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - სისასტიკე იყო, როდესაც 2011 წლის 26 მაისს მოკლეს აქციის 4 მონაწილე - დღეს ტერმინ სისასტიკის გამოყენება არარელევანტურია
როდესაც 2011 წლის 26 მაისს მოკლეს აქციის ოთხი მონაწილე - ეს იყო სისასტიკე. აქ ტერმინ სისასტიკის გამოყენება არის არარელევანტური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, დავით ქაცარავასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ასეთი რამ მისაღები არ არის". „შეფასება „სასტიკი მეთოდები" არის ძალიან გადაჭარბებული, ეს შემიძლია გითხრათ. ასეთი ტიპის ინცინდენტებს კატეგორიულად ვგმობ. არ არის მისაღები ასეთი რამ, კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, მაგრამ უტრირებული ტერმინების გამოყენებაც არ არის სწორი. სისასტიკე იყო, როდესაც 2011 წლის 26 მაისს მოკლეს ოთხი აქციის მონაწილე - ეს იყო სისასტიკე. აქ ტერმინ სისასტიკის გამოყენება არის არარელევანტური. რაც შეეხება ასეთი ტიპის ინცინდენტებს, ვგმობ, ასეთი ტიპის ინცინდენტებს. საჭიროა მაქსიმალური მოთმინების გამოვლენა ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც როდესაც საქმე გვაქვს შეურაცხყოფასთან, ძალადობასთან. საჭიროა მაქსიმალური მოთმინება. ეს შეესატყვისება ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებს, მაგრამ ჩვენ 2012 წლიდან საქართველოში დავამკვიდრეთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტები და ჩემი მოთხოვნაა ყველას მიმართ, რომ ვიმოქმედოთ სწორედ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით. ყველა ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რა მასშტაბის ძალადობა იყო შარშან, როდესაც „ორკები" ძალადობდნენ თბილისის ქუჩებში, ლამის გადაწვეს ნახევარი თბილისი, დაწვეს მანქანები, ავტობუსები, დააზიანეს არაერთი სამართალდამცველის ჯანმრთელობა, დღემდე მკურნალობენ სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები, შარშანდელის შემდეგ და ერთადერთი ადამიანი იყო ამისათვის დაჭერილი, რომელიც თქვენ გმირად გამოაცხადეთ. ერთ-ერთი მოძალადე თქვენ გამოაცხადეთ გმირად. ამის შემდეგ, როდესაც თქვენ საუბრობთ ძალადობაზე სამართალდამცავების მხრიდან, უბრალოდ ამის უფლება არ გაქვთ. გამოძიება დაწყებულია ფაქტებთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს გამოძიების ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტი, ამიტომ არის, რომ შარშანდელის შემდეგ ერთადერთი ადამიანი იყო დაჭერილი, რომელიც თქვენ გმირად გამოაცხადეთ", - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)