04:15 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-14 21:49:20, 407 ნახვა

პოლიტიკა
ობრაიენი ივანიშვილზე: გავლენიანი პირისთვის ასე ცუდად ინფორმირებულობა შოკისმომგვრელია

ასეთი გავლენიანი პირისთვის როგორიც ბიძინა ივანიშვილია ასე ცუდად ინფორმირებულობა შოკისმომგვრელი და იმედგამაცრუებელია." – ამის შესახებ, გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენმა განაცხადა.

სანქციების მიმართულების ხელმძვანელმა ხაზი გაუსვა, რომ ოლიგარქის წინააღმდეგ სანქციები ჯერჯერობით დაწესებული არაა. მიუხედავად საქართველოს პრემიე მინისტრის ირაკლი კობახიძის მტკიცებისა.

"ერთ-ერთი მაგალითია, რაც პრემიერმინისტრმა გასულ ღამეს ახსენა. ჩვენ არ დავკავშირებივართ ამ განხილვის ყველა მხარეს, ჩვენ დავპატიჟეთ პრემიერმინისტრი ვაშინგტონში, რათა განგვეხილა კანონი და ურთიერთობა. ევროკავშირს კი ჰქონდა საუბრები აქ, დათქმული დრო კანონზე საუბრის შესახებ. აქ ჩამოსვლამდე ვთქვი, რომ მოხარული ვიქნებოდი, ხელმეორედ მენახა ბატონი ივანიშვილი. პრემიერმინისტრმა მითხრა, რომ ის არ შემხვდებოდა, რადგან ის დე ფაქტო სანქციების ქვეშ გყავთო. ამჟამად მის წინააღმდეგ სანქციები არაა. ასეთი გავლენიანი პირისთვის ასე ცუდად ინფორმირებულობა შოკისმომგვრელი და იმედგამაცრუებელია." – თქვა ო'ბრაიენმა.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ასევე ისაუბრა ე.წ ომის პარტიის არსებობა აარსებობის საკითხზეც.

"კანონი ფართო საუბრის მხოლოდ მცირე ნაწილია. რაც შეეხება ფართო საუბარს, ის ეხება ქართული ოცნების ლიდერების კომენტარებს, რომ არსებობს "გლობალური ომის პარტია" და საქართველომ ზურგი უნდა აქციოს "გლობალური ომის პარტიის" ზრახვებს, რომ არსებობს დასავლეთის შეთქმულება, ქართული ოცნების გადასაყენებლად, 12-წლიანი მტკიცე კოოპერაციის მიუხედავად.  ეს არარეალური, არასწორი და საერთაშორისო საზოგადოების საქართველოსადმი დამოკიდებულების სრულიად არასწორი გაგებაა." – თქვა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics