04:14 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-14 15:27:11, 320 ნახვა

პოლიტიკა
წითლიძე - თქვენ რომ ყრუები და ბრმები არ იყოთ, გარეთ ასი ათასობით საქართველოს მოქალაქის ხმა უნდა გესმოდეთ

თქვენ ხართ ლეგიტიმაცია დაკარგული ხელისუფლება, თქვენ ხართ რეჟიმი, რომლებიც თვალში დამიზნებით ესვრით ახალგაზრდებს და თვალებს თხრით, თქვენ ხართ ხელისუფლება , რომელმაც თმებით ათრიეთ ქალი, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ანა წითლიძემ ყველა იმ ადამიანს გამოუცხადა სოლიდარობა, რომლებიც "ძალადობის, მუქარისა და დაკავებების მსხვერპლნი გახდნენ".

„პირველ რიგში მინდა ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამ დღეების განმავლობაში სახლში მიუვარდნენ რეჟიმის დავალებით და სცემეს, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა დაკავებულს, რომელიც რეჟიმმა დააკავა თავისუფლებისთვის ბრძოლაში, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა იმ ახალგაზრდას, ვისაც რობოკოპები აი ამ მშიშრების გამო, თავში ურტყამენ ხელკეტებს და მინდა ვუთხრა პატივია, ყველა მოქნეული ხელი რეჟიმის მხრიდან საქართველოს თავისუფლებისთვის და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში!

თქვენ, რომ ყრუები და ბრმები არ იყოთ უნდა გესმოდეთ გარეთ ასი ათასობით საქართველოს მოქალაქის ხმა, თქვენ რომ ივანიშვილის მონები არ იყოთ როდის გინახავთ ამდენი გამოსული სტუდენტი ქუჩაში?! როდის გინახავთ ამდენი გამოსული სკოლის მოსწავლე ქუჩაში, როდის გინახავთ ამდენი პროფესორ-მასწავლებელი ქუჩაში?! როდის გინახავთ ასეთი ერთიანი, ასეთი შეკრული საქართველო , საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში! 

დღეს არა რუსულ კანონს = არა რუსულ რეჟიმს! თქვენ ხართ ლეგიტიმაცია დაკარგული ხელისუფლება, თქვენ ხართ რეჟიმი, რომლებიც თვალში დამიზნებით ესვრით ახალგაზრდებს და თვალებს თხრით, თქვენ ხართ ხელისუფლება , რომელმაც თმებით ათრიეთ ქალი და რომელ ქართველობაზე უნდა გველაპარაკოთ თქვენ! თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელიც ბავშვებს ურეკავს, აშინებთ და აგინებთ! თქვენ ხართ რეჟიმი რომელიც სახლში უვარდებით ოპოზიციის ლიდერებს, სცემთ ახალგაზრდებს! თქვენი ქმედებები არის შეგნებული და თქვენი კონფორმიზმი იმდენად მძიმეა, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტი დაკარგული გაქვთ, ამიტომაც ხართ არაადეკვატურები. მაგრამ რაც არ უნდა ეცადოთ, როგორც არ უნდა ეცადოთ, რამდენი კობოკოპიც არ უნდა გამოიყვანოთ, საქართველოს მოქალაქეები არიან თავმოყვარეები და არ ეშინიათ! როდის უნდა ისწავლოთ, რომ რამდენჯერაც დაარბევთ იმდენი ასი ათასი გამოვა , იმიტომ რომ არ ეშინიათ“, - განაცხადა ანა წითლიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics