04:11 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-14 14:33:42, 391 ნახვა

პოლიტიკა
როთი - საქართველოს მთავრობამ საუბარზე უარი გვითხრა, მხოლოდ ნიკოლოზ სამხარაძემ მიგვიღო „ქართული ოცნების“ ოფისში

საქართველოს მთავრობამ საუბარზე უარი გვითხრა, მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მიგვიღო, მაგრამ არა პარლამენტში, არამედ "ქართული ოცნების" ოფისში,- ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც როთი აღნიშნავს, "გერმანია დგას მამაცი ქართველების გვერდით, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის".

"დიდი მადლობა ჟიგიმანტას პავილიონისს, ბოგდან კლიჩს, პაველ ფიშერს, სებასტიან ტინკინენს იმისთვის, რომ შემოგვიერთდნენ თბილისში ვიზიტისას. ჩვენ წარმოვადგენთ განსხვავებულ პარტიებს, ქვეყნებს, ტრადიციებს, რწმენას, მაგრამ ყველა საქართველოს მეგობრები ვართ. ჩვენ ვდგავართ მამაცი ქართველების გვერდით, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის.

საქართველოს მთავრობამ საუბარზე უარი გვითხრა. ჩვენ აქ არ ვართ სასწავლებლად, აქ ვართ იმისთვის, რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს. მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მიგვიღო, მაგრამ არა პარლამენტში, არამედ "ქართული ოცნების" ოფისში გვიმასპინძლა",- წერს როთი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics