05:39 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-14 10:47:04, 362 ნახვა

პოლიტიკა
15 მაისს საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან

15 მაისს, საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან. ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრები ერთობლივ შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან, პარლამენტის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, მთავრობის წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ისინი მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.

„2024 წლის 15 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე სამუშაო ვიზიტით საქართველოს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნასთან, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრ თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირსა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისთან ერთად ეწვევა.

ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილსა და პარლამენტის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობის წევრებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან.

09:20–09:45 საათზე ბალტიისპირეთის ქვეყნებისა, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები და საქართველოს პრეზიდენტი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ოფიციალური პირები ასევე აპირებენ აზრთა გაცვლას საქართველოს რეფორმების პროცესზე ევროკავშირში მისი ინტეგრაციის პროგრესთან დაკავშირებით, რაც გამომდინარეობს საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებიდან, ასევე რუსეთის მიერ წარმოქმნილი საფრთხის მიმართ მდგრადობის გაძლიერებით.

შეგახსენებთ, რომ 10 მაისს ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და სკანდინავიის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გამოიტანეს ერთობლივი სკანდინავიურ-ბალტიისპირეთის განცხადება საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics