|
2024-05-13 15:23:45, 465 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარები ბორელს მოუწოდებენ, შემუშავდეს სანქციები იმ დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებიც კანონპროექტს მხარს უჭერენ
ევროპარლამენტარები - თიის როიტენი, ვიოლა ფონ კრამონი, პეტრას აუსტრევიჩუსი, მირიამ ლექსმანი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს წერილით მიმართავენ. აღნიშნული ევროპარლამენტარები ბორელს მოუწოდებენ, შემუშავდეს სანქციები „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის და იმ დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონს მხარს უჭერენ. „ძვირფასო ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტო, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესო წარმომადგენელო, ჯოზეფ ბორელ, საქართველოში ამ დილით განვითარებული მოვლენების, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესაძლო სწრაფი საბოლოო დამტკიცებისა და საქართველოს თავისუფალი, პროევროპული ხალხის მხარდაჭერის საჭიროების გათვალისწინებით, გვსურს, დაგისვათ შემდგომი სასწრაფო კითხვები: 27 მაისს დაგეგმილი საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს წინ, შესთავაზებს თუ არა უმაღლესი წარმომადგენელი შემზღუდავი მიზნობრივი ზომების დაწესებას ბატონი ივანიშვილის, ბატონი კობახიძის და ბატონი პაპუაშვილის წინააღმდეგ, ასევე ამგვარი ზომების ამოქმედებას საქართველოს პარლამენტის ყველა იმ წევრისთვის, ვინც ხმას აძლევს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს და საქართველოს პრეზიდენტის პოტენციური ვეტოს დაძლევის სასარგებლოდ? დაავალებენ თუ არა უმაღლესი წარმომადგენელი და სამეზობლო და გაფართოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი საგარეო ქმედებათა სამსახურს და გენერალურ დირექტორატს, შესაბამისად შეაჩერონ ნებისმიერი მაღალი დონის ურთიერთობები საქართველოს მთავრობასთან, რომლის მიზანი არ არის კანონის გაუქმება, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად გადანაწილებით და ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების გახსნისგან თავშეკავებით, ვიდრე კანონი ძალაში იქნება? იღებს თუ არა უმაღლესი წარმომადგენელი კანონის დამტკიცების შემდგომ ევროკავშირში საქართველოს ელჩის დაბარების ვალდებულებას, რათა გამოხატოს ევროკავშირის მხრიდან გმობა და გადასცეს ზემოთ ხსენებული ზომების მიღების განზრახვა, იქნება თუ არა განხილული ევროკავშირის ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევა?“ - ნათქვამია წერილში, რომელსაც ევროპარლამენტარი თიის როიტენი სოციალურ ქსელ X-ში აქვეყნებს.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)