06:53 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-12 22:48:10, 500 ნახვა

პოლიტიკა
„გავათენოთ საქართველოსთვის“ - პარლამენტთან კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება

"გავათენოთ საქართველოსთვის" - ამ ლოზუნგით თბილისში, პარლამენტის სასახლესთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
 
კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირზე შეკრება 22:00 საათიდან დაიწყეს.  

როგორც აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეკრების მიზანია, რომ ორშაბათს, 13 მაისს დეპუტატებს პარლამენტში შესვლისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვის შესაძლებლობა არ მისცენ.

აღსანიშნავია, რომ კომიტეტზე კანონპროექტის განხილვა ხვალ, 09:00 საათზეა ჩანიშნული, 14 მაისს კი, ამავე კანონპროექტის მესამე მოსმენა პლენარულ სხდომაზე იგეგმება.

შეგახსენებთ, 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს, რის შემდეგაც პარლამენტმა მას პირველი და მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

მას შემდეგ, რაც კანონპროექტის საპარლამენტო განხილვები დაიწყო, ქვეყნის მასშტაბით, როგორც რეგიონებში, ისე დედაქალაქში, უწყეტი ფართომასშტაბიანი აქციები მიმდინარეობს. ერთ-ერთი ბოლო მრავალათასიანი დემონსტრაცია კი, გუშინ, 11 მაისს გაიმართა. 

დედაქალაქის 4 სხვადასხვა ლოკაციიდან - "ექსპო ჯორჯიას", მეტროსადგურ "300 არაგველის", რესპულიკისა და მარჯანიშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან "ევროპის მარში" მოეწყო, რაც ევროპის მოედანზე მასშტაბური აქციით დასრულდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics