|
2024-05-12 19:06:01, 518 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ 1-ელი ნოემბრისთვის - ვინც მოვა ხელისუფლებაში, გადაწყვეტს, რუსულია თუ არა
ამ კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ 1-ელი ნოემბრისთვის, არჩევნების მერე,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით მიმართა. როგორც პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ის, ვეტოს საშუალებით, ამ კანონპროექტის "გაპატიოსნებას" არ აპირებს. "გინდათ, რამე შეცვალოთ ამ კანონში?! თქვენი ნებაა - ან გაიწვიეთ, ან დააბრუნეთ მეორე მოსმენაზე და მოუსმინეთ პარლამენტში ოპოზიციას, რომელიც დარწმუნებული ვარ, რაღაც შენიშვნებს და ცვლილებებს შემოგთავაზებთ, ან კიდევ უფრო მარტივი - თქვენ თვითონ, ამ კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ 1-ელი ნოემბრისთვის, არჩევნების მერე, როდესაც ვინც მოვა ხელისუფლებაში, ის გადაწყვეტს, ეს კანონი რუსულია, თუ რაღაც სხვა კანონის გადამღერება, თუ რას მოერგება... ჩემი იმედი ნუ გექნებათ იმაში, რომ მე შევალ ამ თამაშში, რომ გავაპატიოსნოთ ეს კანონი - არა, არის რუსული, დარჩება რუსული და სამწუხაროდ, თქვენც ამ კანონთან ერთად",- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)