|
2024-05-12 12:16:33, 416 ნახვა
ეკონომიკა
შამუგია - ევროინტეგრაციის კონტექსტში, ჩვენი ამოცანაა, ფერმერებს და მეწარმეებს ხელი შევუწყოთ ევროკავშირის ბაზარზე წვდომაში
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ევროპის დღისადმი მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიმართა. ღონისძიების ფარგლებში, მთავრობის მეთაურმა და მთავრობის წევრებმა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ევროპის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერეს. „საქართველო წელს უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით აღნიშნავს ევროპის დღეს. ევროინტეგრაცია ჩვენი პოლიტიკის მთავარი მდგენელია. ამ კონტექსტში ჩვენი ამოცანაა, ფერმერებს და მეწარმეებს ხელი შევუწყოთ ბაზრებზე, მათ შორის, ევროკავშირის ბაზარზე წვდომაში. საქართველოსთვის, პირველ რიგში, პრიორიტეტული ბაზარი სწორედ ევროკავშირია. ამ მიმართულებით გვაქვს კონკრეტული შედეგები და ეს შედეგები აისახება კონკრეტულ რიცხვებში. ჩვენ ვმუშაობთ იმ სტანდარტების დანერგვაზე და იმ რეგულაციების შემოღებაზე, რომლებიც აუცილებელია ამ ბაზარზე დამკვიდრებისთვის ”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ, როგორც ამას სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)