|
2024-05-11 16:03:13, 462 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - სანქციები ემუქრება არა მხოლოდ ივანიშვილს, არამედ ყველა იმ ადამიანს, ვინც ხელს მოაწერს ამ მოღალატეობრივ აქტს
სანქციები ემუქრება არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ ყველა იმ ადამიანს, ვინც ხელს მოაწერს ამ მოღალატეობრივ აქტს, მათ შორის ყველა იმ პარლამენტარს, ვინც მხარს დაუჭერს რუსულ კანონს და რომელიც ფაქტობრივად, ამით საკუთარ თავს დაადებს სანქციებს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით განაცხადა. ვაშაძის თქმით, „ქართველი ხალხის ესმის მსოფლიოს, მაგრამ არ ესმის ხელისუფლებას". „ქართველი ხალხის ესმის მთელ მსოფლიოს, მაგრამ სამწუხაროდ, არ ესმის ხელისუფლებას, რომელიც დღეს საქართველოში არის. დიახ, ამის დასტური არის კონგრესმენების ძალიან მკაფიო, მკვეთრი და ძალიან მნიშვნელოვნი გზავნილი, რომელიც დღეს ჩვენ მივიღეთ. ისინი ამბობენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს მოქალაქეების გულწრფელ სურვილს, გავხდეთ ევროკავშირის და ცივილიზებული სამყაროს წევრი და ისინი ვერასდროს ვერ შეეგუებიან და არ დაუშვებენ, რომ ეს ნება გააყალბოს „ქართულმა ოცნებამ“ და რუსული მიმართულებით წაიყვანოს ქვეყანა. პირდაპირ საუბრობენ სანქციებზე. სანქციები ემუქრება არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ ყველა იმ ადამიანს, ვინც ხელს მოაწერს ამ მოღალატეობრივ აქტს. მათ შორის ყველა იმ პარლამენტარს, ვინც მხარს დაუჭერს რუსულ კანონს და რომელიც ფაქტობრივად, ამით საკუთარ თავს დაადებს სანქციებს. დიახ, არცერთ შემთხვევაში არ იქნება ეს ყურადღების მიღმა დარჩენილი. ამიტომ, კიდევ ერთხელ ყველა პარლამენტარს, ყველა პოლიციელს, რომელიც დღენიადაგ უკანონოდ იქცევა მოვუწოდებ, დაფიქრდით თქვენ კონკრეტული პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ იმ დანაშაულ ქმედებებზე, რომელსაც ახლა ჩადიხართ. ამ წერილში ხაზგასმით არის ნათქვამი იმ ძალადობის აქტებზე, რომელსაც ჩადის პოლიცია და ის ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც დაორგანიზებულია „ქართული ოცნების“ მხრიდან. ხაზგასმით საუბარი არის ლევან ხაბეიშვილზე და ასევე იმ მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმაზე, რომლებმაც მთლიანად ახადეს ფარდა ძალადობრივ რეჟიმს, რომელიც ქუჩებში უსწორდება პოლიციის ან ვაი პოლიციის ხელით საქართველოს მოქალაქეებს. აქედან გამომდინარე, გზა არის ძალიან კონკრეტული, ჩვენ ყველანი უნდა ვიდგეთ ერთად. მთელი მსოფლიო არის ჩვენს გვერდით, ჩემო ძვირფასებო",- განაცხადა ვაშაძემ. შეგახსენებთ, 29 კონგრესმენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილით მიმართავს და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევას მოითხოვს.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)