08:27 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-11 12:45:58, 255 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ხაზარაძე, კეზერაშვილი, გვარამია, სამი რეკეტიორის წარმომადგენელი რომ გიზის მაგიდასთან, იქ, რა თქმა უნდა, პოლარიზაცია გარდაუვალია

დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ ეს ე.წ პოლარიზაცია სინამდვილეში არის აბსოლუტურად ხელოვნური; როდესაც კეზერაშვილისგან იღებ ხელფასს, ხაზარაძისგან და გვარამიას ხაზიდან, რა თქმა უნდა, ის ჟურნალისტი არ არის და ამიტომ იქცევა ეს ადამიანი, როგორც არაჟურნალისტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, აბსოლუტურად გაუგებარია, როცა ჟურნალისტი კითხვას სვამს და პასუხს არ ელოდება.

„როდის გახსოვთ თქვენ მათგან ჟურნალისტური მოქცევა. ის არ არის სირცხვილი, რომ კეზერაშვილისგან იღებს ადამიანი ხელფასს და გონორით გელაპარაკებათ თქვენ? რა თქმა უნდა, სირცხვილია. ხაზარაძე, კეზერაშვილი, გვარამია, სამი სახე ამ ტელევიზიის, სამივე პირდაპირ უხეშად იყო ჩართული ბიზნესის რეკეტში. ამიტომ არის პოლარიზაცია. სამი რეკეტიორის წარმომადგენელი რომ გიზის მაგიდასთან, იქ რა თქმა უნდა, პოლარიზაცია გარდაუვალია. მათ სხვანაირად რესურსიც არ აქვთ, ხელოვნური ქარიშხალი ჭიქაში უნდა დაატრიალონ, სხვანაირად თავი როგორ უნდა დაიცვას კეზერაშვილისგან ხელფასის მიმღებმა ე.წ ჟურნალისტმა, ან ვინც ხაზარაძისგან, გვარამიასგან ან ვიღაცისგან იღებს ხელფასს. მათ რესურსი არ აქვთ, რომ სხვანაირად თავი დაიცვან, არ უნდა მოგცენ პასუხის გაცემის საშუალება, ხელოვნურად უნდა აჭრან დისკუსია. თუ ჟურნალისტი გქვია, რანაირი ჟურნალისტი ხარ, კითხვას სვამ და პასუხს არ ელოდები. აბსოლუტურად გაუგებარია. აქედან ჩანს, რომ ისინი არიან არა ჟურნალისტები, არამედ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა". ეს არის პრობლემა. სხვა გზა არ აქვს კეზერაშვილს, ხაზარაძეს და გვარამიას, ასე უნდა მოიქცნენ, სხვა რესურსი მათ უბრალოდ არ აქვთ", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ კანონთან დაკავშირებით მათ ვერც ერთი კითხვა ვერ დასვეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics