08:27 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-11 12:28:05, 288 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - არც ერთ შემთხვევაში, კეზერაშვილს, ხაზარაძეს, გვარამიას, სააკაშვილს და სხვებს არ დავუთმობთ ამ ქვეყანას

სამი ჟურნალისტი ხართ კეზერაშვილის, გვარამიას და ხაზარაძის ტელევიზიიდან და ვერც ერთი კითხვა ვერ დასვით კანონთან დაკავშირებით, ფაქტია, საზოგადოება ხედავს; მხოლოდ 25% უჭერს თქვენს პარტიებს მხარს, ძალიან ცოტა ტყუვდება. რაც შეეხება ხელისუფლების ცვლილებას - გპირდებით, რომ არც ერთ შემთხვევაში კეზერაშვილს, ხაზარაძეს, გვარამიას, სააკაშვილს და სხვებს არ დავუთმობთ ამ ქვეყანას. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, „ქართული ოცნება" მოსახლეობას არაფერს ატყუებს, დაპირებები შესრულებულია და მომავალშიც შესრულდება.

„ჩვენ მოსახლეობას არაფერს ვატყუებთ, დავპირდით, რომ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს და მივიღეთ სტატუსი, ასევე ხალხს ვპირდებით, რომ გაიხსნება მოლაპარაკებები და გაიხსნება მოლაპარაკებები, უფრო მეტიც, ვპირდებით, რომ 2030 წლისთვის საქართველო იქნება პირველი, ვინც დაიმსახურებს ევროკავშირის წევრობას და ეს დაპირებაც შესრულდება," - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics