08:27 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-10 21:31:04, 381 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო - მოვუწოდებთ დროულად იქნას გამოძიებული ძალადობის შესახებ ინფორმაცია, განურჩევლად მსხვერპლისა

აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

როგორც საელჩო წერს, შეხვედრაზე განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის აქტივისტებისა და ჟურნალისტების დევნისა და მათზე ფიზიკური თავდასხმების შესახებ გახშირებული ცნობები.

“ელჩი დანიგანი შეხვდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“. განიხილეს ჩვენი ურყევი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და “გამჭვირვალობა საქართველოს“ საქმიანობის მიმართ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად. 

მათ ასევე განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიუღებელი დევნისა და მათზე ფიზიკური თავდასხმების შესახებ გახშირებული ცნობები. ჩვენ მოვუწოდებთ სრულად, დამოუკიდებლად და დროულად იქნას გამოძიებული ძალადობის შესახებ არსებული ინფორმაცია, განურჩევლად მსხვერპლისა", - წერს საელჩო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics