|
2024-05-10 16:58:14, 387 ნახვა
პოლიტიკა
ბრიტანეთის საელჩო - მუქარის შემცველ ზარებს, უკანონო დაკავებებს, ცემას და პოსტერებს დემოკრატიულ საზოგადოებაში ადგილი არ აქვს
მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, უკანონო დაკავებებს, ცემას და პოსტერებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების წევრებს მოღალატეებად შერაცხავს, დემოკრატიულ საზოგადოებაში ადგილი არ აქვს, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში, რომლითც დიპლომატიური უწყება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპოექტის წინააღმდეგ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, „მიიღოს ზომები ადამიანების მიმართ უკანონო დაშინების საწინააღმდეგოდ და ყველანაირი უფლებადარღვევა გამოიძიოს". „გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყონებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება და გამოძიებულ იქნას ყველანაირი უფლებადარღვევა. მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, უკანონო დაკავებებს, ცემას და პოსტერებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების წევრებს მოღალატეებად შერაცხავს, ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში. გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს გვერდით დგომას, მისი დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)