|
2024-05-09 16:50:10, 431 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - საამაყოა ისეთი დაფინანსებით საქმის კეთება, რომელიც უცხოურ კეთილშობილურ ინტერესთან ერთად, ეროვნულ საქმესაც ემსახურება
არა თუ სათაკილო, არამედ საამაყოა ისეთი დაფინანსებით ისეთივე საქმის კეთება, რომელიც უცხოურ კეთილშობილურ ინტერესთან ერთად, ქართულ, ეროვნულ საქმესაც ემსახურება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკაშირებით სოციალურ ქსელში წერს. მდინარაძის განცხადებით, “უცხოური ძალის ინტერესების გატარება” ეს არის ფაქტის კონსტანტაცია მაშინ, როდესაც ორგანიზაცია უცხოეთიდან ფინანსდება. "რუსული და ცუდი რომ ვერაფერი მოძებნეს კანონპროექტში, ბოლოს სათაურს ჩაეჭიდნენ, სტიგმატიზაციას ახდენს და ამ სათაური და სახელის ქვეშ ცოცხალი თავით არ ვიმუშავებთო. “უცხოური ძალის ინტერესების გატარება” ეს არის ფაქტის კონსტანტაცია მაშინ, როდესაც ორგანიზაცია უცხოეთიდან ფინანსდება! არა თუ სათაკილო, არამედ საამაყოა ისეთი დაფინანსებით ისეთივე საქმის კეთება, რომელიც უცხოურ კეთილშობილურ ინტერესთან ერთად, ქართულ, ეროვნულ საქმესაც ემსახურება. ასეთ შემთხვევაში ორგანიზაცია ამაყად განაცხადებს, რომ მაგალითად, ევროპული დაფინანსებით ატარებს ევროპულ ინტერესს საქართველოში, რაც ამავდროულად ქართული, ეროვნული საქმეა! იდეალური თანხვედრაა! დასამალიც არაფერი, პირიქით! სათაკილო, დასამალი და ნეგატიურ კონტექსტში სასტიგმატიზაციო მხოლოდ მაშინ ხდება დაფინანსება, როდესაც ის შავბნელ და ანტიეროვნულ საქმეებს ემსახურება… და ბოლო, მოდი, ვნახოთ, ანალოგიური სფეროს, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეგულირების როგორი პრაქტიკაა მსოფლიოში - მოქმედ და დაინიცირებულ კანონმდებლობებში: 1. აშშ 2. ევროკავშირი • სათაური: "მესამე ქვეყნების სახელით განმახორციელებელი ინტერესების წარმომადგენლობის გამჭვირვალობის შესახებ შიდა ბაზარზე ჰარმონიზებული მოთხოვნების დაწესება“ (Establishing harmonised requirements in the internal market on transparency of interest representation carried out on behalf of third countries) 3. რუსეთი 4. გაერთიანებული სამეფო • სათაური: "უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა“ (FIRS - Foreign Influence Registration Scheme) 5. ავსტრალია 6. კანადა 7. საფრანგეთი 8. სლოვაკეთი 9. ახალი ზელანდია 10. ისრაელი ამ ათი მაგალითიდან, რუსეთის მაგალითს რომ დასდევენ დიდი რუდუნებით, დანარჩენ ცხრაში რა ხდება, სტიგმაა, მაგრამ დასავლური, დემოკრატიული სტიგმაა და კარგია? ცოტა უფრო სერიოზულად თუ შევხედავთ, ჩვენი პარტნიორი ქვეყნები დასახელებასაც და ფაქტის კონსტანტაციასაც კი არანაკლებ ან/და უფრო მკაცრად უდგებიან! ამიტომ, ხომ არ ჯობია იმის ციტირებას, რა თქვეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, ჯერ ის ვნახოთ რა ქნეს და იმით ვიხელმძღვანელოთ თუ მაინცდამაინც მიბაძვა გინდათ?!" - წერს მდინარაძე "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)