|
2024-05-09 13:34:22, 506 ნახვა
პოლიტიკა
დარჩიაშვილი - ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი აუცილებლად მიიღწევა
ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი აუცილებლად მიიღწევა, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროპის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც მინისტრი აღნიშნავს, „ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ თავის საკონსტიტუციო ვალდებულებად აქცია“. „დღეს ევროპის დღეა - დღე, როდესაც ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების მოქალაქეები ერთობასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას აღნიშნავენ. დღევანდელი დღე მრავალ სახელმწიფოს აერთიანებს ერთიანი ღირებულების გარშემო და გვახსენებს საერთო მიღწევებს მშვიდობის განმტკიცების, ინსტიტუციური განვითარების, ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობისა და ინკლუზიური და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბების მიმართულებით. სწორედ ამ საერთო ფასეულობებს ეფუძნება ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაც, რომელიც ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. უფრო მეტიც, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ თავის საკონსტიტუციო ვალდებულებად აქცია. ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი აუცილებლად მიიღწევა. ამ გზაზე უმნიშვნელოვანეს წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა 2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რომელმაც ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობები ახალ სტრატეგიულ დონეზე აიყვანა და საქართველოს ევროინტეგრაცია შეუქცევად პროცესად აქცია. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ განვაგრძობთ ყოვლისმომცველი, მომავალზე ორიენტირებული ევროპული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას და მტკიცედ გვწამს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი წარმატებით დასრულდება, რაც ევროპულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ საქართველოს აღიარების ტოლფასია. კიდევ ერთხელ გილოცავთ ევროპის დღეს, რომელიც ჩვენთვის ერებს შორის ჰარმონიული ურთიერთობების, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის სიმბოლოა!“ - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)