11:07 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-09 09:49:31, 418 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ონიანი - სახლში 14 წლის შვილი იმყოფებოდა, ე.წ. კრიმინალები მოიყვანეს, აგინებინეს ბავშვს, შეურაცხყოფა მიაყენებინეს, შეაშინეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ონიანი აცხადებს, რომ გუშინ გვიან ღამით, სახლში მიუვარდნენ.

როგორც ონიანმა "მთავარ არხთან" საუბრისას აღნიშნა, ამ დროს სახლში მისი არასრულწლოვანი, 14 წლის შვილი იმყოფებოდა, რომელზეც "აგინებინეს, შეურაცხყოფა მიაყენებინეს, შეაშინეს".

ონიანი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა მას და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს დაეკისრებათ.

"გავიგე, რომ დიმა ჩიქოვანი სცემეს, წავედი საავადმყოფოში. ეს, რა თქმა უნდა, იცოდა ერთადერთი სუს-მა იმიტომ, რომ ტელეფონზე ვისაუბრე. ანუ იცოდა, რომ არც მე და არც ჩემი მეუღლე სახლში არ ვიყავით და იყო 14 წლის შვილი. დააორგანიზეს, ასე ვთქვათ, თავიანთი ე.წ. კრიმინალები, გამობმულები რომ ჰყავთ კუდზე, მოიყვანეს, აგინებინეს ბავშვს, შეურაცხყოფა მიაყენებინეს, შეაშინეს.

რაც დაინახა ბავშვმა და რასაც აღწერს, იყო 40-50 წლის შავგვრემანი, თმაგადაპარსული ადამიანი. მე მინდა, ბიძინა ივანიშვილს მივმართო, ეს ტიპი ვიღაც, საცოდავი, აქ რომ მოაგზავნეთ, ეს შეიძლება გადარჩეს, ეს უბრალოდ ჩვენებას მისცემს და აუცილებლად ილაპარაკებს იმაზე, როგორ იყო საერთო დავალება გაცემული, რომ ასე მივარდნილიყავით ადამიანებთან და რაც მთავარია, პატარა ბავშვები შეგეშინებინათ, მაგრამ თქვენ ნამდვილად ვერ გადარჩებით, პასუხისმგებლობა ნამდვილად დაგეკისრებათ თქვენც და თქვენს შს მინისტრსაც", - განაცხადა ონიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დღეიდან, უცხოელებს გიდებად, კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა სრულიად ეკრძალებათ
დღეიდან საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება
გდდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
მიხეილ სააკაშვილი: პატრიარქის „არჩევნის“ სცენარი ლუბიანკაზე დიდი ხნის წინ დაიწერა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics