|
2024-05-08 17:20:25, 462 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანს რუმინელმა კოლეგამ, ანგელ ტილვარმა უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამიინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რუმინეთის თავდაცვის უწყებაში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ კოლეგებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. „საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხები კოლეგებმა გაფართოებულ ფორმატში განიხილეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-რუმინეთის სტრატეგიული პარტნიორობის ერთობლივი დეკლარაციით განსაზღვრულ თანამშრომლობაზე, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და რუმინეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე, ასევე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში რუმინეთის ჩართულობაზე. ირაკლი ჩიქოვანმა ხაზგასმით აღნიშნა პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრების დასრულების შემდეგ ირაკლი ჩიქოვანმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო“, - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)