|
2024-05-07 13:42:02, 444 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი - „გამჭვირვალობის კანონპროექტს“ ორშაბათს, 13 მაისს განვიხილავთ
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, კომიტეტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მე-3 მოსმენით ორშაბათს, 13 მაისს განიხილება. ოხანაშვილის განცხადებით, 10 მაისს კი, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მხოლოდ ევროკავშირის 9 პუნქტთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების მე-2 მოსმენით განხილვა იგეგმება. „პარასკევს, 10 მაისს, ვაგრძელებთ მუშაობას იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გამომდინარეობს ევროკომისიის მიერ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსაზღვრული 9 პუნქტიდან. ამიტომ, კომიტეტის სხდომაზე განიხილება მხოლოდ ევროკავშირის 9 პუნქტთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მე-2 მოსმენით. „გამჭვირვალობის კანონპროექტს" კი, განვიხილავთ ორშაბათს, 13 მაისს. ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას",- აღნიშნულია ოხანაშვილის განცხადებაში. ცნობისთვის, პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 10 მაისს, 09:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა. აღსანიშნავია, რომ 10 მაისი, მთავრობის დადგენილებით, უქმე დღედ არის გამოცხადებული.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)