|
2016-02-12 12:04:09, 980 ნახვა
მსოფლიო
მექსიკაში ციხეში დაპირისპირებას 49 პატიმარი შეეწირა
მექსიკაში, ქალაქ მონტერეისთან ახლოს მდებარე ციხეში მომხდარ დაპირისპირებას, 49 პატიმარი შეეწირა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. როგორც "ბიბისი" ადგილობრივ მთავრობაზე დაყრდნობით იუწყება, დაღუპულთაგან 40 პატიმრის იდენტიფიცირება უკვე მოხდა. მომხდარის შემდეგ ციხის გალავანთან პატიმრების ნათესავები და ახლობლები შეიკრიბნენ. ისინი მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ითხოვდნენ. სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის ციხეში ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ჯერჯერობით უცნობია დაპირისპირების დაწყების მიზეზი. შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაპირისპირება ორ ჯგუფს შორის დაიწყო. მხარეებმა ბასრი იარაღი, ხელკეტები და ჯოხები გამოიყენეს. გარდა ამისა, ხანძარი გაჩნდა საპყრობილის ბარგის შემნახველ ოთახში. აღსანიშვანია, რომ ინციდენტი რომის პაპის ჩამოსვლამდე, რამდენიმე დღით ადრე მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)